ლევან ბერძენიშვილი - გიგა ბოკერია არის გიგანტი

ლევან ბერძენიშვილი - გიგა ბოკერია არის გიგანტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილის წარდგენა დადებითი მოვლენაა და იმერლიშვილი გიგა ბოკერიაზე კარგი უშიშროების საბჭოს მდივანი იქნება.

მისი თქმით, ბოკერია გიგანტია, მაგრამ თანამდებობაზე ყოფნის დროს კარგთან ერთად ცუდი საქმეებიც გააკეთა.

„გიგა ბოკერიას სულ სხვა ამბიცია ჰქონდა, გიგა ბოკერიას უნდოდა საქართველო ემართა სააკაშვილის ხელით, სააკაშვილი ყოფილიყო მისი მარიონეტი... მე ბატონი გიგას და ბატონი ლევანის (ლევან რამიშვილი) ოცნებებს დიდი ხანია ვიცნობ.. მათ უნდოდათ, სააკაშვილი გამოეყენებინათ თავიანთი იდეებისთვის, ვიდრე სააკაშვილმა არ მიუჩინა თავისი ადგილი,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო ახალ, ევროპულ იერს იძენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნორმალური ადამიანები ინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე და არა ისეთი გიგანტები, როგორიც გიგა ბოკერიაა.

„ქართველ საზოგადოებაში ყოველ მეორე ფეხის ნაბიჯზე გიგა ბოკერიას ვერ წააწყდებით. ეს სრულიად ნათელია,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ გიგა ბოკერია, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი გამორჩეული ფიგურები არიან, მაგრამ ქვეყანას მხოლოდ კარგით ვერ დაამახსოვრეს თავი.