ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის მერვე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.