დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი მიიღო.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ დარჩიაშვილმა და ელეფთერიოს პროიოსმა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის დეტალებიც განიხილეს.