ზელენსკის დავარდნილი რეიტინგი და ზალუჟნის მზარდი ნდობა უკრაინელებში - რა პროცესები შეიძლება უკრაინაში განვითარდეს?

ზელენსკის დავარდნილი რეიტინგი და ზალუჟნის მზარდი ნდობა უკრაინელებში - რა პროცესები შეიძლება უკრაინაში განვითარდეს?

უკრაინაში შიდა პოლიტიური ვითარება ომის პარალელურად იძაბება. გამოცემა „ეკონომისტმა“ მოიპოვა დახურული კვლევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის რეიტინგი კატასტროფულად არის დაკლებული. გამოცემის ინფორმაციით, კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ზელენსკისადმი ნდობის რეიტინგი 32%-ია, ორჯერ ნაკლები, ვიდრე ზალუჟნისადმი, უკრაინის გენერალს აქვს 70%, პრეზიდენტზე მაღალი შედეგი აქვს სამხედრო დაზვერვის უფროსს კირილო ბუდანოვს და ის 45%-ია. ასევე ზელენსკის აქტიურად უპირისპირდება და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომლის წინააღმდეგაც ახლა უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არესტოვიჩი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და გააგრძელებს თავის კამპანიას და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს კიევის ამჟამინდელმა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა, რომ თუ ქვეყანას დასჭირდება ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს მან გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის და ის უკვე დიდი ხანია ზელენკისთან აღარ კონტაქტობს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ზალუჟინი და ზელენსკი ერთმანეთს მესამე პირების მეშვეობით ეკონტაქტებიან. იმასაც ამბობენ, რომ ზალუჟინს, ხშირად, მთავარსარდალი სამხედრო გადაწყვეტილებების დროს საქმის კურსშიც კი არ აყენებს.

უკრაინაში ომის პარალელურად, განხილვის თემაა ასევე არჩევნები. უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს, თუმცა ომის დაწყებიდან 21 თვეში, ომის დასრულების პროგნოზირება ექსპერტებს უჭირთ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დასავლეთმა ზელენკის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღოს და არჩევნები დაანიშნინონ, ან დროებითი მთავრობა შეიქმნას, სადაც ზელენსკის ზალუჟინით ჩაანაცვლებენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ძალიან სამწუხარო რეალობაა უკრაინის ომით დატანჯული ხალხის ბედზე არავინ დარდობს. აბაშიძე ამბობს, რომ რუსულ ოკუპაციასთან ერთად, უკრაინის პრობლემებს კორუმპირებული ზელენსკის ადმინისტრაციაც ემატება.

„ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გამო, საგრძნობლად გაცივდა, როგორც ამერიკის კონგრესის ზელენსკისადმი დამოკიდებულება, ასევე, ევროპარლამენტში. ვერც ვაშინგტონში და ვერც ბრიუსელში ვერ თანხმდებიან ახალი ბიუჯეტის დამტკიცებაზე და უკრაინისთვის დამატებით დახმარებას გამოყოფენ თუ არა. ამას ისიც ემატება, რომ თეთრმა სახლმა ორი დღის უკან განაცხადა, რომ თუ კონგრესი ახალ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, უკრაინა შეიარაღების გარეშე დარჩება.

ამას კიდევ ემატება მესამე ფაქტორი, რასაც დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ე.წ. კონტრშეტევისთვის, რომელიც წარმატებული უნდა ყოფილიყო, დასავლეთიდან შეიარაღება არასაკმარისად მიაწოდეს. დრონები უხარისხო იყო და რუსეთმა იმდენი ნაღმები ჩადო უკრაინის ტერიტორიაზე, რომ იმ ფორთიფიკაციების გადალახვა უკრაინის არმიისთვის შეუძლებელია. პლუს ამას, დღემდე იგვიანებს სამხედრო თვითფრინავები უკრაინის არმიისთვის. ამას ემატება პოლიტიკური მდგენელი, როდესაც გენერალი ზალუჟინი ამ სიმართლეს ამბობს დაუფარავად. ამას დაემატა ასევე არესტოვიჩი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს ღიად აკეთებს. როცა ქვეყანაში ომის დროს ამხელა პრობლემები ჩნდება, იქ უკვე სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალები უნდა გამოჩდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნები ჩატარდება და დასავლეთის ზეწოლა იქნება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, დასავლეთი ეკონომიკურად და ფინანსურად დაიღალა. აბაშიძე ამბობს, რომ ევროპაში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ომი გაიწელა და მათი პრობლემები უფრო მნიშვენლოვანია. ამიტომ ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ზელენსკი ზალუჟინით დროებით მაინც ჩაანაცვლონ.

„არაფერია გამორიცხული, თუმცა ზალუჟინის გაპრეზიდენტება შესაძლოა, დროებითი იყოს. ომიანობაა და სამხედრო მაღალჩინოსანია და ამიტომ რაღაცა ეტაპზე ეს დასჭირდებათ. თუმცა, არსებობს არესტოვიჩიც და კლიჩკოსაც არანაკლები ამბიციები აქვს. უკრაინის პოლიტიკური ელიტა ისეა გაკოტრებული, რომ თავის დროზე იძულებულები გახდნენ ესტრადის ვარსკვლავი აერჩიათ. თუმცა, ავანსცენაზე შესაძლოა ახლებიც გამოჩდნენ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე დაინიშნება თუ არა არჩევნები“, - ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ზელენსკის და ზალუჟინის დაპირისპირება ძველი ამბავია. ქართველიშვილის განცხადებით, ეს დაპირისპირება მწვავე ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც ზალუჟინმა ღიად ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხელს უშლის ბრძოლის ველზე.

„ზალუჟნის ღია განცხადებები ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მოეწონათ. ძნელია ვიღაცას კონკრეტულად ხელი დაადო, მაგრამ ზალუჟინის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი თანაშემწე საკუთარ დაბადების დღეზე ააფეთქეს. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ვიზიტები შედგა ნოემბრის მიწირულს, ჯერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ უილიამ ბერნსი ეწვია კიევს, სადაც ხანგრძლივი საუბარი პრეზიდენტ ზელენკსითან ჰქონდა. შემდეგ კი 20 ნოემბერს კიევში პენტაგონის შეფი ლოიდლ ოსტინი ჩავიდა, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა ზალუჟნისთან. გენერალმა ზელენსკი პირდაპირ ამხილა იმაში, რომ ის არაფრად აგდებს მას, როგორც სარდალს, უკანასკნელ სამხედრო თემატიკაზე თათბირებსაც კი არ ასწრებს. ზალუჟნისთვის გაუგებარია, ზოგადად, რა გეგმები აქვს ქვეყნის მთავარსარდალ ზელენსკის ამ ომთან დაკავშირებით. ნოემბრის მიწურულს რადას ერთ-ერთმა დეპუტატმა, ფაქტობრივად, დაადანაშაულა ქვეყნის დეპუტატი იმაში, რომ მან უკრაინის პარლამენტს არ წარუდგინა არანაირი გეგმა 2024 წელზე გათვლილი, თუ რა სტრატეგიით აპირებენ უკრაინელები ამ ომის გაგრძელებას“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ხმა ამოიღო არესტოვიჩმა, რომელიც ზელენსკის ყოფილი მრჩეველია. ასევე პეზიდენტის წინააღდეგ უკვე ღიად საუბრობს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. ქართველიშვილი აცხადებს, რომ ზელენსკის აუჯანყდა დეპუტატი გონჩარენკოც. მას აბსოლუტრად ყველა ის ადამიანი განუდგა, რომელიც ზელენსკის უახლოეს წრეში შემავალ პირებად მოიაზრებოდა.

„ზელენსკის რეიტინგის 23%-მდე ვარდნა ძალიან კარგად ასახავს, ზოგადად, საზოგადოებაში არსებულ განწყობას. უკრაინელები ამ ომით დაიღალნენ. ხალხს ისეთი ოდიოზური პირები, როგორიც დავით არახამიაა, აწვდიან ინფორმაციას, რომ ეს ომი შესაძლოა გასული წლის მარტის ბოლოს დასრულებულიყო. თუკი რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ბრიტანეთის იმჟამინდელი პერმერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ ჩაერეოდა. ზელენსკიმ საკუთარი დავარდნილი რეიტინგის შესახებ იცის, ამიტომ ორიოდე კვირის წინ, რადას უმრავლესობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინაში ადგილი არ ექნება. გასაგებია, რომ ეს არის ერთადერთი შანსი, რომ საპრეზიდენტო სკამი შეინარჩუნოს. თუმცა, მოსახლეობაში ზალუჟნის მზარდი რეიტინგი აქვს და უკრაინაში საინტერესო მოვლენების განვითარება გველის წინ“, - ამბობს ქართველიშვილი.

სანდრო თხოვნით მივმართავ ადმინისტრაციას, რომ სტატიები გამოქვეყნებამდე შეამოწმოთ. აბა, როდიდან გახდა გენერალი ზალუჟნი ზალიჟინი? ანდა, თურმე რადას დეპუტატს დაუდანაშაულებია ქვეყნის დეპუტატი და სხვა არაერთი უზუსტობა
5 თვის უკან