თავდაცვის მინისტრის კომენტარი სამხედროების ინტოქსიკაციის ფაქტზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის კომენტარი სამხედროების ინტოქსიკაციის ფაქტზე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

"ჩემთვის აბსოლუტურად უცხო არ არის, რომ არსებობს კატეგორია ხალხის, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ. კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჯანსაღია და ეს დემოკრატიის ნაწილია. მაგრამ, ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მიმაჩნია, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. დღეს საქართველოს ყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგეს გასცეს საკადრისი პასუხი. დღეს შეიარაღებულ ძალებს აქვს უკეთესი ხელფასი, აცვია უკეთესი ფორმა, აქვს უკეთესი კვება და რაც მთავარია, შეიარაღებული ძალები დღეს აპოლიტიკურია. ეს არის ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჯარშიც და საზოგადოებაშიც ადეკვატური ინფორმაცია არსებობს ამის შესახებ. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი სწორედ ის არის, რომ ვემსახურები იმ ადამიანებს, ვინც იცავს სამშობლოს. ჩვენ ვპროგრესირებთ, გვაქვს უმაღლესი შეფასება, როგორც ნატოსგან, ასევე ყველა პარტნიორი ალიანსი ქვეყნის წარმომადგენლებისგან. ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ნატოსკენ და ამ გზაზე ვერანაირი ასეთი პატარა ვნებათაღელვა და პროვოკაცია ვერ შეგვაჩერებს.

ეს არის ცრუ ინფორმაციების გავრცელება. რაც შეეხება თვითონ ფაქტების ანალიზს და შესწავლას, სამხედრო პოლიცია ამაზე მოკვლევას აწარმოებს, ძალიან მალე ამ ყველაფერს გადავუგზავნით პროკურატურას და უკვე გამოძიება გაგცემთ პასუხს”