ჰოლივუდის კრივის ფედერაციამ სკანდალებით სახელგანთქმულ ყოფილ მეგობრებს, თანამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ქალებს - ლინდსი ლოხანსა და პერის ჰილტონს შესთავაზა, კარგი ანაზღაურების ფასად ერთმანეთს რინგზე შეეჯიბრონ.
სპარინგისთვის თითოეულ მათგანს 500 ათას დოლარს დაჰპირდნენ. ლოხანმა და ჰილტონმა სამი 60-წამიანი რაუნდი უნდა ჩაატარონ. იმისათვის, რომ ქალბატონებმა ერთმანეთს სერიოზული ზიანი არ მიაყენონ, მათ “ორთაბრძოლისას“ უზარმაზარი მოკრივის ხელთათმანები ეცმევათ.
საიტ “First Post“-ის ინტერვიუში ჰოლივუდის კრივის ფედერაციის პრომოუტერმა დეიმონ ფელდმანმა განაცხადა, რომ სანახაობიდან შემოსული მთელი თანხა ქველმოქმედებას, კერძოდ, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
atb.ge