"ყველას გვახსოვს ერთ მშვენიერ დღეს მიშამ ქვეყნის ინგლისურენოვან რელსებზე გადაყვანა რომ მოიფიქრა და ამ მიზნით რამდენიმე ქვეყნიდან მასწავლებლები ჩამოიყვანა. კვირა არ გავიდოდა, არ გაეპიარებინათ, როგორი წარმატებით ასწავლიდნენ ქართველ ბავშვებს ინგლისურს. არჩევნების შემდეგ კი მათზე ჩამიჩუმი აღარ ისმის. საუბარია პროგრამაზე "ასწავლე და ისწავლე საქართველოტან ერტად" რომელსაც პრეზიდენტმა 2010 წელს ჩაუყარა საფუძველი რომლის მიზანიც იყო გლობალიზაციის პირობებში ინგლისური ენის საყოველტაო ცოდნა. თუმცა ამ 1000 მოხალისე მასწავლებლისთვის არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა , რომ ინგლისური მათთვის მშობლიური ენა ყოფილიყო. ასევე არ ჰქონდა მნიშვნელობა არც კვალიფიკაციას და არს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებას - მთავარია, საყველპურო ინგლისური სცოდნოდათ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სად გაუჩინარდნენ სააკაშვილის ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებლები?
"სხვათა შორის, სამინისტრომ თავის დროზე 1000 ასეთი მოხალისე ვერ იშოვა და თამასა დასწია: ინგლისურენოვანი სახელმწიფოების ნაცვლად აფრიკიდან და იემენიდან ჩამოიყვანა ხალხი. მოხალისეები პრეზიდენტის მონდომებით ქართულ ოჯახებში ჩაასახლეს. რაც შეეხება მათ მორალურ მხარეს, იმაზე საუბარს აღარ დავიწყებთ, ნაცებმა სკოლაში პატარა ბავშვებთან რა კატეგორიის ხალხი შეუშვეს. ამ "მასწავლებლებიდან" ვინ სკოლებში "ჩუკენობდა" და როგორც ამბობდნენ, ზოგიერთები ქართველი გოგონების ლესბოსელობაში ჩათრევასაც ცდილობდნენ. ნამდვილად საინტერესოა სად არიან დრეს ეს "მასწავლებლები", რას ემსახურებოდა ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში და რა თანხა გადაიყარა ამ პროექტში. განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მწირი ინფორმაციით "პროგრამა არ დახურულა, კიდევ არსებობს, ოღონდ შემცირებული რაოდენობის ხალხი მონაწილეობს". "ალია" განათლების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ალუდა გოგლიჩიძეს დაუკავშირდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვიცი რომ პროექტი გრძელდება და დღესაც მუშაობს... ჩვენ ეს პროექტი გადავიბარეთ 2013 წლიდან. გვინდოდა ამ პროექტის განახლება და გარკვეულწილად გაუმჯობესება. მასში ნამდვილად მონაწილეობდნენ არაპედაგოგები და მაგიტომაც გვინდოდა მისი ტრანსფორმირება, რადგან კვალიფიკაციის თემა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მაგ პროექტის. ძალიან ძნელია თქმა, როგორ ხდებოდა ამ ხალხის შერჩევა, მაგრამ შერჩევის ფორმა ნამდვილად ხარისხიანი რომ არ იყო, ეს რბილად არის ნათქვამი. ჩვენი იდეა იყო ახალი ფორმატის მიხედვით არა მარტო ჩამოსულიყო უცხოელი მასწავლებელი, არამედ გვინდოდა ინგლისურის მცოდნე ჩვენი პედაგოგების გამგზავრება უცხოეთში ენის დახვეწის მიზნით, მაგრამ ამას საბოლოო სახე არ მიუღია, რადგან ამის დასრულება ვეღარ მოვასწარით. ხედვა იყო, რომ თანხების ჩადება ჯობდა ადგილობრივი პედაგოგების მომზადების კუთხით და არა უცხოელების ჩამოყვანით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალუდა გოგლიჩიძე.
"ნამდვილად ბევრი ხარვეზი ჰქონდა ამ პროექტს. ჯერ შემთხვევითი ხალხი იყო და შემდეგ ის, რომ ეს პროექტი ორიენტირებული იყო მოსწავლეზე და ამიტომ დიდი თანხები უნდა გვეხარჯა ჯამში, ეს იყო ძალიან ძვირად ღირებული პროექტი და ჯდებოდა წელიწადში 8 მილიონამდე - ამაში შედიოდა მათი მგზავრობა. დაზღვევა, ხელფასები იყო 500 ლარი მასწავლებლისთვის და მასპინძელს 100 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის. აბსოლუტურად შემთხვევითი ხალხის გამო პროგრამის წარმომადგენლების მიმართ მაშინვე გვქონდა პრეტენზიები. ეს არის კანადური ფირმა და ვხედავდით, რომ პროექტი სერიოზულად იყო გადასახედი. ჩვენი მიზანი არ იყო პროექტის დახურვა, მაგრამ რაც შეიძლებოდა ის კორექტივები შევიტანეთ. ჩვენ ჩამოსასვლელი მასწავლებლების ლიმიტი მკაცრად შევზღუდეთ და გადავწყვიტეთ, უკვე შერჩევა დაგვეწყო ამ პედაგოგების, - დასძენს განათლების მინისტრის ყოფილ პირველი მოადგილე და შეკითხვას - როგორ ფიქრობთ, ამ პროექტით საბოლოოდ რა მივიღეთ?" - პასუხობს:
"არაფერი და ვერც ვერაფერს მივიღებთ, თუ არსი არ შეიცვლება. სააკაშვილმა ერთ დღეს თქვა, უნდა გაკეთდესო და აი, რაც მივიღეთ ეგაა: არც გათვლები და არც შედეგზე ორიენტირება. როგორც ხდებოდა ხოლმე, - ითქვა და უცებ გაკეთდა".