სააკაშვილის ფიქრები - პრემიერი ვიქნები - „შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, მერე პრობლემა არაფერი არ არის“

სააკაშვილის ფიქრები - პრემიერი ვიქნები - „შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, მერე პრობლემა არაფერი არ არის“

მიხეილ სააკაშვილი, ჯერჯერობით, პრემიერ-მინისტრობაზე „უარს აცხადებს“. ამბობს, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, კიდევ რამდენიმე თვე უნდა დააკვირდეს სიტუაციას, მანამდე კი საკუთარ თავზე იღებებს პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას და ხელმძღვანელობას. როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას საკუთარ თავზე იღებს, რადგანაც ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან. სააკაშვილმა ამ ადამიანების პოლიტსაბჭოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად მე დამასახელონ, პრემიერ-მინისტრად დასახელება კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარანტიებით, არამედ ქვემოდან ზემოთ. პარტიის ყველა წევრმა ხმა უნდა მისცეს საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პატიმარმა სააკაშვილმა ამ პროცესით დაადასტურა ის, რომ პარტიის არაფორმალური მმართველი თავად არის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ბუნებრივია, პარტიის ერთიანობასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა მნიშვნელოვანია. ბეჟაშვილის თქმით, სააკაშვილმა აიღო პასუსისხმგებლობა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და პარტიის გაერთიანების თაობაზე.

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აქ გაჟღერდება პარტიის ერთიანობის თვალსაზირისით, ყველა მხარისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ერთიანობისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩეოდნენ. ის ადამიანები, რომლებიც არ მოაწერენ ხელს მანიფესტს, ბუნებრივია, თავს პარტიის მიღმა აყენებენ. ამიტომ ჩვენ ერთიანობაში ვგულისხმობთ ყველა ადამიანს, ვინც მანიფესტს შეუერთდება და საერთო სტრატეგიის ფარგლებში გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, მერე უკვე პრობლემა არაფერი არ არის. სააკაშვილს ასეთი დანაშაულის განცდა არ ჰქონია, არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია და ბუნებრივია, სულ ცდილობს, რომ თავისი ციხეში ყოფნა ვიღაცების შეთქმულებად გამოაცხადოს და რაც შეიძლება მკაფიო  გახადოს ის, რომ ქვეყენას სჭირდება რევოლუცია და ამ რევოლუციაში ის იქნება ცენტრალური ფიგურა.

„რა გითხრათ, დამნაშვე არის? - კი ბატონო, მაგრამ რახან ეძელევა საშუალება, რომ თავისი დანაშაული საერთოდ არც ახენოს და ხელისუფლებისკენ გაიწიოს ისევ და ისევ, იწევა. შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, მერე უკვე პრობლემა არ არის არაფრის. ცდილობს რაც შეიძლება მკაფიო გახადოს ის, რომ ქვეყენას სჭირდება რევოლუცია და ის იქნება ცენტრალური ფიგურა. სწორედ იმიტომ სჭირდება ეს, რომ დავუშვათ და რევოლუცია მოხდა, მერე ეჭვი არავის ეპარებოდეს მის პოლიტიკურ მომავალზე, რომ პრემიერად ეგ უნდა დაასახელონ და არა სხვა ვინმე. რომელიმე ზღაპარში რომ წარმოვიდგინოთ, ოპოზიციამ მიიღოს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაშიც მეეჭვება ამ ოპოზიციამ მიშას დაუძახოს - მოდი, ბატონო!“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ეს კარგად იცის სააკაშვილმა და იცის, რომ ეს ოპოზიცია მის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის და ვინმე თუ მიახრჩობს, სწორედ მისი ოპოზიციის ეს წევრები იქნებიან.

„ოპოზიციაში მიდის ყველაზე მძაფრი ბრძოლა და ამ ბრძოლაში მიშას ფიგურის გაცოცხლების სურვილი არავის არ აქვს. სამუზეუმოდ, სანახავად და ასაფრიალებლად სხვების წინაშე, კი ბატონო, მაგრამ რეალური ძალა-უფლება სააკაშვილისთვის არ ემეტებათ. ეს მიშამ იცის და იმიტომ იძახის, რომ ყველა გზა ჩემსკენ მოდისო. უნდა დაარწმუნოს ოპოზიციური დაჯგუფება და ამომრჩეველიც, რომ ის არის დღეს ოპოზიციის ნომერ პირველი ფიგურა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მოსამართლეს მოუწოდებს, რომ გათიშოს სასამართლო პროცესი, რადგან სასამრთლოზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა იმ სამართლებრივი დარღვევების შესახებ, რომელიც ჩადენილი აქვს სააკაშვილს და არ უნდა ვისმენდეთ პოლიტიკური განცხადებებს.

„ძალიან მიკვირს და როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე მოვითხოვ - თუ საქართველოს სასამართლო ჭეშმარიტად დამოუკიდებელია, ასეთ შემთხვევაში მოსამართლემ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოუსმინოს სააკაშვილს. აქედან გამომდინარე მოვითხოვ, სასამართლომ შეასრულოს თავისი ამოცანა და სააკაშვილი გათიშოს ეთერიდან მაშინ, როდესაც ის პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას დაიწყებს სასამართლო სხდომაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ცუგო- როგორი მოკრძალებულად, სულ ასეთი იყო... ენაცვალოს გიული
11 თვის უკან
trampi უკვე ვეღარ ვხვდები ხალხნო------------------- ცირკში ვართ თუ მეჩვენება ??
თან არც გვეუბნებიან სადა ვართ
11 თვის უკან
trampi მოკლედ გომელაურის ლექსი ასიანია -------------- ასიანი!!!!!!!!!!!!!!
11 თვის უკან
trampi ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს,

შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,

აქ ხომ შავი საყვარელი ფერია,

აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…

აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი,

აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,

აქ სიზმრები აღარ არის ფერადი,

აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…

აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში,

აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,

აქ გესევა მათხოვრების არმია,

აქ სიყალბე უმთავრესი შარმია,

აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია,

აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…

აქ პოეტებს გაურბიან მუზები,

აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა,

აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულ
11 თვის უკან