დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. კოლეგა ძალოვანი უწყებიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.
მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება.
უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.