რა ფარულ ურთიერთობებში ამხელენ უშიშროების საბჭოს მდივანს?

რა ფარულ ურთიერთობებში ამხელენ უშიშროების საბჭოს მდივანს?

"რომ არა საქართველოს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კეთილი ნება, ეს ინფორმაცია ვერასოდეს იხილავდა მზის შუქს. საქმე ეხება 10 ოქტომბერს ინგლისურ ჟურნალ "ეკონომისტში" გამოქვეყნებულ სტატიას - "საქართველოს მომავალი - არანაირი ცვლილება უკეთესობისკენ" - სადაც საუბარია იმაზე, როგორ გააცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა ბნელი ძალები, როგორ დაანგრია ეკონომიკა და როგორ ამყარებს დიქტატურას. იმავე სტატიაში მოყვანილია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ინტერვიუ - "ამჟამად ეკონომიკა გაჩერებულია, რუსი ჯარისკაცები კი მავთულხლართებით აფიქსირებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ საზღვრებს. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში დააბრუნა ზოგიერთი ბნელი ძალა, მათ შორის ნახევრად კრიმინალური ჯგუფები და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები, რომლებმაც მოაწყვეს "ლგბტ" მხარდამჭერთა საწინააღმდეგო არეულობები, საქართველოში აღზევებას განიცდის ანტისომხური და ანტიმუსლიმანური რიტორიკა..." - აი, იმ ბრალდებების მთელი რიგი, რაც "დაუნდობლად" წამოახვავა უშიშროების საბჭოს მდივანმა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით გიგა ბოკერიას მოსკოვური კავშირი / რა ფარულ ურთიერთობებში ამხელენ უშიშროების საბჭოს მდივანს?

"ეს ყველაფერი ვინმე ყავლგასულ ექსპერტს რომ დაეწერა, ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს იმ საჯარო მოხელესთან, რომელიც პირდაპირ ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას თავისი განცხადებებით. სანამ იმაზე მოგახსენებთ, როგორ და რანაირად უკვეთს ბოკერია უცხოურ-ჟურნალ გაზეთებში სტატიებს, მინდა მის მიერ გამოთქმულ "სიბრძნეებს" შორის ძალიან სახიფათო მინიშნებებზე გავამახვილო ყურადღება: გაქსუებული ბოკერია ამბობს, "ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნება და უმართავი პროცესები დაიწყებაო". დიახ, სწორედ ამაზე ოცნებობენ სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მისნი, ისინი აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ნებისმიერ უვროპულ ქვეეყანაში ბოკერიასნაირ ავანტიურისტს ჯერ უშიშრიების საბჭოდან გამოაგდებდნენ, შემდეგ კი იქ მოათავსებდნენ, სადაც ყველაფერს ნახევარ საათში დაფქვავდა. თავი დავანებოთ იმას, სამართლიანად აკრიტიკებს თუ არა უშიშროების საბჭოს მდივანი პრემიერ-მინისტრს - ის აშკარად აღვივებს სეპარატიზმს, როცა ამბობს აღზევებას განიცდის საქართველოში ანტისომხური და ანტიმუსლიმანური რიტორიკაო, სად, როდის, რა ვითარებაში მოისმინა გიგა ბოკერიამ მსგავსი რიტორიკა?" - აღნიშნავს გამოცემა.

"მოდით, კარგად დავუკვირდეთ - ანტისომხური და ანტიაზერბაიჯანული რიტორიკით ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი გამოირჩევა - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იმდენადაა გათავხედებული, რომ გაეროს ტრიბუნიდან უკითხავს "ლექციებს" ორივე ქვეყნის ხელისუფლებას. ახლა ბოკერია ცდილობს, სააკაშვილის ცოდვები სხვას წამოჰკიდოს ზურგზე და დასავლეთიც დაარწმუნოს, რომ საქართველოში ანტისომხური და ანტიაზერბაიჯანული ისტერიაა... იმედია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც გაირკვევა, სად ჯანდაბაში მიჰქონდა ყოველწლიურად ბოკერიას 21 მილიონი ლარი. ჩვენ კი ვიცით, სადაც მიჰქონდა და ახლაც მიაქვს, მაგრამ ყველაფერი პროკურატურამ უნდა დაუმტკიცოს", - დასძენს გამოცემა.

"სად ხარჯავს ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ თანხებს უშიშროების საბჭოს მდივანი? - სად და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში უკვეთს სტატიებს დღევანდელი ხელისუფლებისა და ზოგადად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო სტატიებს. როგორც "ალიასთან" საუბრისას უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ამბობს, დღეს ბოკერია გადართულია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის დისკრედიტაციაზე. მას ახლო ურთიერთობა აქვს ჟურნალ "ეკონომისტის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრიტანეთის მოქალაქე არკადი ოსტროვსკისთან. სწორედ ოსტროვსკის უკვეთს ბოკერია სტატიებს და ასევე მისი საშუალებით გადის ამერიკულ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტზეც". სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულია გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩორგოლეიშვილიც. წყაროს მტკიცებით, თუკი გამოძიება ამ საეჭვო კავშირებით დაინტერესდება, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენს - გამოაშკარავდება გიგა ბოკერიას მიერ შექმნილი აგენტურული ქსელი. მეტიც, საზოგადოება დაინახავს, სად იხარჯება მილიონობით ლარი", - წერს სტატიის ავტორი.

"დაბოლოს, ბოკერია ძალიან წუხს, ივანიშვილმა მარგველაშვილი არჩია ირაკლი ალასანიას, პროდასავლურ თავდაცვის მინისტრს და ასე აღკვეთა მისი საპრეზიდენტო ამბიციებიო. იქვე იმასაც მიანიშნებს, მშვიდი დავით ბაქრაძე გაცილებით სჯობს პოპულისტ ნინო ბურჯანაძეს, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეაო - აქ უკვე ურევს უშიშროების საბჭოს მდივანი. მე პირადად რომ არ ვიცოდე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნინო ბურჯანაძის მიმართ, შეიძლება კიდეც დამეჯერებინა კიდეც ამ დემაგოგიისთვის, მაგრამ რაკი ვიცი, რამე კავშირს საერთოდ გამოვრიცხავ", - დასძენს სტატიის ავტორი.