მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას განაგრძობს (video)

მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას განაგრძობს (video)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე სამშენებლო პროექტების ინტენსიური განხორციელება მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესის მონახულებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბაზებზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.

თავდაპირველად თავდაცვის მინისტრი სიმონეთის პოლიგონზე მივიდა. პოლიგონზე ირაკლი ალასანიამ საველე ბანაკი, ასევე სასროლეთი დაათვალიერა და სამხედროების პრობლემებს გაეცნო. პოლიგონის მონახულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი მესამე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ირაკლი ალასანიას ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალები