„სიმფსონების“ ახალ სერიებში ჰომერი ბარტს აღარ დაახრჩობს

„სიმფსონების“ ახალ სერიებში ჰომერი ბარტს აღარ დაახრჩობს

„სიმფსონების“ შემქმნელებმა სერიალის კლასიკურ სცენაზე, რომელშიც ჰომერი ბარტს ახრჩობს, უარი თქვეს. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის განმავლობაში სერიალში პერიოდულად ჩნდებოდა სცენა, რომელზეც ჰომერი ბარტის მორიგი ონავრობის შემდეგ თავის შვილს დახრჩობით სჯის. ეს სცენა სერიალის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა, მაგრამ მაყურებელთა ნაწილი ავტორებს ამის გამო ყოველთვის აკრიტიკებდა.

35-ე სეზონის მესამე ეპიზოდში ჰომერი აცხადებს, რომ აღზრდის მეთოდები შეცვალა, რადგან „დრო შეიცვალა“. ამ სერიაში ჰომერი შვილს ხელს ართმევს და ცოლს ეუბნება: „ხედავ, მარჯ, ტყუილად კი არ ვახრჩობდი. ვხუმრობ, ასე აღარ ვაკეთებ. დრო შეიცვალა“, - ამბობს სიმფსონი.