დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის პირად ავტომობილს აუქციონზე გაყიდიან. ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის სახლის Iconic Auctioneers გამოქვეყნდა.
საუბარია Range Rover Vogue 2004-ზე, რომლითაც დედოფალი ხშირად დადიოდა. თითქმის 20 წლის განმავლობაში დედოფალმა ამ ავტომობილით 175,5 ათასი კილომეტრი გაიარა.
ავტომობილი სპეციალურად დედოფლისთვის იყო მოდიფიცირებული. კერძოდ, საბარგულს უკანა სავარძლებისგან ბადისებრი გამყოფი ყოფს, რათა იქ მყოფმა კორგებმა მგზავრებს არ შეუშალონ, კაპოტზე კი პატარა ხვრელია, რომლის დახმარებითაც ელისაბედი თავის თილისმას - ლაბრადორის ფიგურას ამაგრებდა.
აუქციონი 11 ნოემბერს გაიმართება. მანქანის სავარაუდო ფასი £50–60 ათასს შეადგენს.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.