დღეს მარსის ზედაპირი უკაცრიელი უდაბნოებითა და კრატერებითაა დაფარული. თუმცა, შორეულ წარსულში ეს ასე არ იყო. მკვლევრების თქმით, ოდესღაც წითელი პლანეტა მდინარეებით იყო დაფარული და სავარაუდოდ, იქ სიცოცხლეც არსებობდა.
ამას პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ. მათი თქმით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რის მიხედვითაც პლანეტაზე წყალი სიცოცხლისთვის შესაბამის ფორმით გვხვდებოდა.
მეცნიერებმა ნაშრომი Geophysical Research Letters-ში გამოაქვეყნეს. ჟურნალში აღნიშნულია, რომ NASA-ს Curiosity-ის მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა მარსის ეროზიის სიმულცია შეძლეს.
სიმულაციამ ლანდშაფტის მახასიათებლები გამოავლინა. კვლევა უთითებს, რომ მარსის კრატერები მდინარეების ნაკვალევია.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ მტკიცებულებები, რის მიხედვითაც მარსი მდინარეების პლანეტა იყო. ამის ნიშნების დანახვა მთელს პლანეტაზეა შესაძლებელი", — თქვა ბენჯამინ კარდენასმა, მეცნიერმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
ეს არ არის ერთადერთი კვლევა, რომელიც მარსის წარსულთან წყალს აკავშირებს. ჯერ კიდევ 2019 წელს ჩატარებული ანალიზი მეტყვლებდა იმაზე, რომ მარსზე, შესაძლოა, მდინარეები იმაზე მეტხანს არსებობდა, ვიდრე წარმოგვედგინა.
2022 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რის მხიედვითაც ძველად მარსზე შესაძლოა, თხევად ოკეანეს ეარსება.
უკვე 2023 წლის თებერვალში შევიტყვეთ, რომ NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე უძველესი ტბის კვალს მიაგნო.
და აი ახლა, ბოლო კვლევა გვეუბნება, რომ ოდესღაც მარსი მდინარეებით იყო დაფარული.
მარსის წარსულის შესწავლა მნიშვნელოვანია და ამით შეიძლება შევიტყოთ, რომ ოდესღაც სიცოცხლე დედამიწასა და მარსზე ერთრდოულად არსებობდა. მეტიც, შეიძლება სიცოცხლე პირველად სულაც მარსზე გაჩენილიყო.