ელვის პრესლის შესახებ Lilo & Stitch-დან ვიცოდი — ჯეიკობ ელორდი

ელვის პრესლის შესახებ Lilo & Stitch-დან ვიცოდი — ჯეიკობ ელორდი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოფია კოპოლას ახალ ფილმში ელვის პრესლის როლს ჯეიკობ ელორდი შეასრულებს. Euphoria-ის ვარსკვლავი ახლახან ჯიმი ფელონის შოუში იყო მიწვეული, სადაც მომავალი ფილმის შესახებ ისაუბრა.

"ელვის პრესლის შესახებ ყველაზე მეტი რამ Lilo & Stitch-დან ვიცოდი", — განაცხადა ჯეიკობ ელორდიმ და ისიც დასძინა, რომ ამ ადამიანის განსახიერებაზე აქამდე არასდროს უფიქრია. მსახიობმა ისიც აღიარა, რომ არც კი ელოდა, თუ როლზე დაამტკიცებდნენ.

"ელვის პრესლის კლიპი ვნახე, რომელშიც ის გერმანიის ჯარიდან ბრუნდება. სტრიქონებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვკითხულობდი და საერთოდ არ ველოდი, რომ რამე გამოვიდოდა", — ამბობს მსახიობი. ელირდიმ ისიც განაცხადა, რომ სოფია კოპოლასთან მუშაობის პერსპექტივა მისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო და როლის მიღება ყველაზე მეტად სწორედ ამ მიზნით სურდა.

Priscilla სოფია კოპოლას ახალი ფილმია, რომელიც ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიამბობს. ფილმი პრისცილას 1985 ავტობიოგრაფიულ ნოველას, სახელად Elvis and Me-ს, ეფუძნება. პრისცილას როლს ქეილი სპენი ითამაშებს, ხოლო ელვისის როლში ჯეიკობ ელორდის ვიხილავთ.

Priscilla-ს მსოფლიო პრემიერა 3 ნოემბერს იგეგმება.