გაკვეთამ მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინა. ამის შესახებ CNN-ს ლოს-ანჯელესის საექსპერტო ბიუროში განუცხადეს.
ტელეარხის ცნობით, ახლა ექსპერტები ტოქსიკოლოგიური ტესტების შედეგებს ელოდებიან, თუმცა მათ დამუშავებას შესაძლოა კვირები ან თვეები დასჭირდეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების დღეს პერი 2 საათის განმავლობაში ქალაქგარეთ კლუბში პიკბოლს თამაშობდა. მოგვიანებით მსახიობმა თავის ასისტენტს რაღაც დავალება მისცა. ვარსკვლავის სახლში დაბრუნებულმა ასისტენტმა პერი გარდაცვლილი აღმოაჩინა და 911-ში დარეკა.
54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში 28 ოქტომბერს აღმოაჩინეს. პერის ცხედარს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილას არც ნარკოტიკები იყო აღმოჩენილი. მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Friends-ში ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.