კრის ჯენერის თქმით, პირველ ქმრის ღალატს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს

კრის ჯენერის თქმით, პირველ ქმრის ღალატს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს

შოუ კარდაშიანების ბოლო ეპიზოდში კრის ჯენერმა აღიარა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად პირველი ქმრის, რობერტ კარდაშიანის ღალატს ნანობს. ჯენერს ღალატთან დაკავშირებული კითხვა კორტნიმ დაუსვა, კრისმა კი აღიარა, რომ როდესაც ახალგაზრდა და სულელი იყო, თავისი ქმედებების შედეგებს ვერ იაზრებდა. კრისი და რობერტი 1978 წელს დაქორწინდნენ და ერთად 13 წელი იცხოვრეს. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

"არ ვიცი, ურთიერთობაში რა მაკლდა, რობერტი ძალიან კარგი ქმარი და შესანიშნავი მამა იყო. უდიდესი შეცდომა დავუშვი. ამას ყველაზე მეტად ვნანობ. როდესაც დავშორდით, საუკეთესო მეგობრები გავხდით. ყოველდღე ვლაპარაკობდით და ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით, ამიტომ სინანულის გრძნობა მქონდა", — ამბობს კრისი.

ჯენერის თქმით, არ უნდა კორტნიმ იგივე შეცდომა დაუშვას და შემდეგ ინანოს, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში კმაყოფილია იმით, როგორც მოვლენები განვითარდა, რადგან ახლა მეორე ქორწინებიდან კორტნი და კენდალ ჯენერები ჰყავს.