Forbes-მა მეჯიქ ჯონსონი მილიარდერთა სიაში შეიყვანა

Forbes-მა მეჯიქ ჯონსონი მილიარდერთა სიაში შეიყვანა

Forbes-მა ყოფილი კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი მილიარდერთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალმა ჯონსონის ქონება $1.2 მილიარდ დოლარად შეაფასა. ყოფილი კალათბურთელი ფლობს წილებს სხვადასხვა სპორტულ გუნდში, თუმცა Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონების დიდი ნაწილი სადაზღვევო კომპანიიდან მოდის, რომელშიც მას ასევე აქვს წილი.

64 წლის ჯონსონი NBA-ს ერთ-ერთი გამოჩენილი მოთამაშე იყო. მან კარიერა 1996 წელს დაასრულა. Forbes-ის შეფასებით, სპორტული კარიერის დროს ჯონსონმა 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ჯონსონის გარდა კიდევ მხოლოდ 3 სპორტსმენია - NBA-ს ლეგენდები მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსი და გოლფის ვარსკვლავი ტაიგერ ვუდსი.