ახალ ინტერვიუში პერის ჰილტონმა თავისი ქორწილის დღე გაიხსენა. პერისი და მისი ქმარი კარტერ რეუმი 2021 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ. ჰილტონის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა დიზაინერმა 45 საქორწილო კაბა გამოუგზავნა, თუმცა თავის 3-დღიან ქორწილში მხოლოდ 6 მათგანის ჩაცმა მოასწრო.
"ჩემს სტილისტს დიზაინერები დაუსრულებლად ურეკავდნენ, ყველას უნდოდა ამ განსაკუთრებული დღის ნაწილი ყოფილიყო და ამისთვის კაბები სპეციალურად შექმნეს. ვცადე, იმდენი კაბა ჩამეცვა, რამდენსაც მოვასწრებდი", — აღნიშნავს ჰილტონი.
პერისს ჯვრისწერისას ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა. ჰილტონი ამბობს, რომ მისი ინსპირაცია გრეის კელი იყო.
ამის შემდეგ მან კაბა პირველი ცეკვისთვის გამოიცვალა.
ჰილტონი ქორწილის პირველ დღეს სტუმრების წინაშე 4 საქორწილო კაბით წარდგა, მისი მესამე კაბაც ოსკარ დე ლა რენტას შექმნილი იყო.
დღის ბოლოსთვის მან პამელა როლანდის კაბა შეარჩია.
შემდეგი ორი დღისთვის პატარძალმა ორი კაბა შეარჩია, მარჩესას და კვლავაც, ოსკარ დე ლარენტას ნამუშევრები.