კრისტიან ლუბუტენმა MARVEL-ის ინსპირაციით ფეხსაცმელი შექმნა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
ცნობილმა, 60 წლის დიზაინერმა, ფეხსაცმლის ერთადერთი ეგზემპლარი შექმნა, რომელსაც „ზღვის დედოფალი გლადიატორის სანდალი“ უწოდა. დიზაინერმა ფეხსაცმელი დისნეის აუქციონისთვის შექმნა, რომელიც ახალი ორგანიზაცია Make A Wish-ის დასახმარებლად იმართება.
ფეხსაცმელი აუქციონზე 30 ოქტომბერს გაიყიდება. მისი ინსპირაცია „მარველის“ სამყაროს გმირი, ნამორია, წყალქვეშა მუტანტია, რომელიც ფილმ „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ-ში“ გამოჩნდა.
ლუბუტენმა გამოცემა People-თან ისაუბრა.
„ძალიან მინდოდა „მარველის“ სამყარო და მისი არსი გადმომეცა. წყალქვეშა სამყარო ჩემთვის ყოველთვის მომხიბვლელი იყო“,- აღნიშნა ლუბუტენმა.
მისივე თქმით, ფეხსაცმლის დამზადებას დაახლოებით 25 საათი დასჭირდა რადგან, თვლები ფეხსაცმელზე სათითაოდ არის მიმაგრებული.
ფეხსაცმელზე, „მარველისა“ და კრისტიან ლუბუტენის კოლაბორაციის სპეციალური ლოგოა დატანილი. ექსპონატის ფასი აუქციონზე $4 000 დაიწყება.