აშერმა კონცერტზე, მსახიობ ჯესიკა ალბას სერენადა მიუძღვნა. მომღერალი სიმღერას There Goes My Baby ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix-ი ავრცელებს.
ლას ვეგასში გამართული კონცერტიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მომღერალი ალბასთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად ცეკვა დაიწყო.