Led Zeppelin-ის ფრონტმენმა რობერტ პლანტმა ლეგენდარული ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერა Stairway to Heaven თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად შეასრულა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 75 წლის მუსიკოსმა ჰიტი ჯგუფ Duran Duran-ის წევრთან, ენდი ტეილორთან ერთად საქველმოქმედო საღამოზე იმღერა. კონცერტი ინგლისში, ოქსფორდშირში ჩატარდა, მისი მიზანი კი სიმსივნეს შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორი ტეილორი იყო, რომელმაც ეს დაავადება დაძლია.
ბოლოს პლანტმა Stairway to Heaven 2007 წელს იმღერა, როდესაც Led Zeppelin-ი გაერთიანდა.