ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ

ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ

ტიმ ბარტონისა და მონიკა ბელუჩის ერთობლივი დებიუტი წითელ ხალიჩაზე შედგა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

რამდენიმე დღის წინ წყვილი რომის კინოფესტივალზე ფილმ, Diabolik Chi Sei?-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდა.

65 წლის ბარტონი და 59 წლის ბელუჩი ხელჩაკიდებულები იდგნენ წითელ ხალიჩაზე და კამერებისთვის პოზირებდნენ.