მაიკ პორტნოი Dream Theater-ში დაბრუნდა

მაიკ პორტნოი Dream Theater-ში დაბრუნდა

ამერიკელი დრამერი მაიკ პორტნოი ლეგენდარულ ჯგუფ Dream Theater-ში დაბრუნდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

ჯგუფის ცნობით, ისინი თავის მეთექვსმეტე სტუდიურ ალბომზე უკვე პორტნოისთან ერთად იმუშავებენ.

„ჩვენი მოგზაურობა თითქმის 40 წლის წინ დაიწყო. ერთად ახალი მუსიკის შექმნის იდეა იმდენად ამაღელვებელია, რომ მოუთმენლად ველი როდის წავალთ ტურში და ცოცხლად დავუკრავთ ფანების ახალი თაობისთვის, რომელსაც ჯგუფის ეს შემადგენლობა ჯერ არ უნახავს. სახლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“, - ამბობს პორტნოი.

პროგრესული მეტალ-ჯგუფი Dream Theater 1985 წელს, სახელწოდებით Majesty ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებლები იყვნენ მაიკ პორტნოი, ბასისტი ჯონ მაიანგი და გიტარისტი ჯონ პეტრუჩი. ჯგუფი ამ ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. პორტნოიმ DT 2010 წელს დატოვა. დღემდე მის ნაცვლად ჯგუფში მაიკ მანგინი უკრავდა.