არნოლდ შვარცენეგერი: დიდებული აშშ-ის პრეზიდენტი ვიქნებოდი

არნოლდ შვარცენეგერი: დიდებული აშშ-ის პრეზიდენტი ვიქნებოდი

ლეგენდარულ მსახიობს და კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს არნოლდ შვარცენეგერს მიაჩნია, რომ აშშ-ის დიდებული პრეზიდენტი იქნებოდა. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემა განმარტავს, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა მხოლოდ ქვეყანაში დაბადებულებს შეუძლიათ, შვარცენეგერი კი ავსტრიაში დაიბადა, სადაც 19 წლამდე ცხოვრობდა.

„ვგრძნობ, რომ დიდებული პრეზიდენტი ვიქნებოდი. თუმცა, ამასთან, ყველაფერი რასაც მივაღწიე, ამერიკის წყალობით მაქვს. ამერიკამ ბევრი შესაძლებლობა მომცა, ამერიკელმა ხალხმა კი გაშლილი ხელებით მიმიღო. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. ამის გამო წუწუნს არ დავიწყებ“, - ამბობს შვარცენეგერი.

მან ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაზეც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

„იმედი მაქვს, ამერიკა ახალგაზრდა სისხლს იპოვის. იმიტომ რომ ჩემთვის ცოტათი უცნაურია, რომ ახლა გვაქვს ბრძოლა 70-80 წლის ადამიანებს შორის და არა 40-50 წლის ან უფრო ახალგაზრდა ადამიანებს შორის“, - ამბობს მსახიობი.