აშშ-ში აუქციონზე გაყიდეს იმ სახლის კარი, რომელშიც 1969 წელს ჩარლზ მენსოსნის კომუნის წევრებმა რომან პოლანსკის ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი მოკლეს. ამის შესახებ TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აუქციონში 40 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა კარში 127 ათასი დოლარი გადაიხადა. მყიდველის ვინაობა არ საჯაროვდება.
კარი ბევერლი ჰილსში მდებარე სახლში იყო დაყენებული, რომელიც პოლანსკიმ და ორსულმა ტეიტმა 1969 წელს რამდენიმე თვით იქირავეს. მენსონის ბანდის წევრები სახლში 9 აგვისტოს შეიჭრნენ და ტეიტი და მისი 4 მეგობარი მოკლეს. შემდეგ მათ კარზე სისხლით დაწერეს სიტყვა Pig (ღორი).
ტრაგედიის შემდეგ სახლს ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ქირაობდნენ. ბოლოს მასში ჯგუფის Nine Inch Nails ლიდერი ტრენტ რეზნორი ცხოვრობდა. როდესაც მან 1993 წელს სახლი დატოვა, შესასვლელი კარი თან გაიყოლა. შემდეგ კარის მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. თვითონ სახლი კი 1994 წელს დაანგრიეს. მის ადგილას ახალი სახლი აშენდა.