კრიტიკის შემდეგ, პარიზულ მუზეუმში დუეინ ჯონსონის ცვილის ფიგურას კანის ფერი შეუცვალეს

კრიტიკის შემდეგ, პარიზულ მუზეუმში დუეინ ჯონსონის ცვილის ფიგურას კანის ფერი შეუცვალეს

პარიზში, გრევინის მუზეუმში ამერიკელი მსახიობის, დუეინ ჯონსონის ცვილის ქანდაკებას კანის ფერი შეუცვალეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად მუზეუმის დირექტორმა, ივ დელომიუმ ფიგურის ფერი განათებას დააბრალა და პირობა დადო, რომ ეს საკითხი გამოსწორდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯონსონი პირადად ესტუმრება მუზეუმს, რათა ნახოს საჭიროა თუ არა სხვა მოდიფიკაციები.

წარდგენის შემდეგ, ფიგურამ ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა. მუზეუმის სტუმრები და სოცქსელების მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ოსტატებმა 51 წლის მსახიობის სახის ნაკვთების გადმოცემა ვერ მოახერხეს. ბევრი კი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ცვილის ჯონსონი ფერმკრთალი გამოვიდა. ცვილის ორეულის შესახებ საკუთარი აზრი ჯონსონმაც დააფიქსირა.