კეი-პოპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ჯგუფ Blackpink-ის წევრი ჯისუ შეყვარებულს - მსახიობ ან ბო-იონს დაშორდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კორეელი ვარსკვლავები პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ, ამიტომ ჯისუს და ბო-იონს განცხადება თაყვანისმცემლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. წყვილის რომანის შესახებ სულ რაღაც 2 თვის წინ გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ჯისუს და ბო-იონს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა.