Nirvana-ს ფრონტმენის, კურტ კობეინისა და კორტნი ლავის ერთადერთი ქალიშვილის ფრენსის ბინ კობეინი გათხოვდა. ამის შესახებ TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფრენსისის რჩეული ცნობილი ამერიკელი სკეიტბორდისტის, ტონი ჰოუკის ვაჟი რაილი გახდა. ფრენსისი და რაილი 7 ოქტომბერს დაქორწინდნენ, ცერემონიის წამყვანი კი ჯგუფ R.E.M.-ის ვოკალისტი მაიკ სტაიპი იყო, რომელიც კობეინის ნათლიაა.
ფრენსის კობეინი 31 წლისაა, მისთვის ეს უკვე მეორე ქორწინებაა. 2016 წელს ის დაშორდა მუსიკოს ისაია სილვას. განქორწინების პროცესში, ფრენსისს მოუწია ყოფილი ქმრისთვის იმ გიტარის დატოვება, რომელზეც მისი მამა 1993 წელს MTV Unplugged-ის კონცერტზე უკრავდა.