შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სასტუმრო „ანა“-ს დირექტორი, 1990 წელს დაბადებული ივერი ს. და სასტუმრო „ჰოლივუდის“-ს მფლობელი, 1989 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბეითულლა ბენლი ბათუმში ერთდროულად დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად აქირავებდნენ ოთახებს სასტუმროებში პროსტიტუციისთვის. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ანა“-სა და სასტუმრო „ჰოლივუდში“ მომუშვე პირები მოწმის სტატუსით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).