მერილ სტრიპმა გაამხილა, რომ ქმარს 6 წელია დაშორდა

მერილ სტრიპმა გაამხილა, რომ ქმარს 6 წელია დაშორდა

30 სექტემბერს მსახიობ მერილ სტრიპისა და მოქანდაკე დონ გამერის ქორწინებიდან 45 წელი გავიდა. აღმოჩნდა, რომ 74 და 76 წლის წყვილი ერთმანეთს 6 წელია დაშორდა, თუმცა აქამდე ამას საზოგადოებასთან არ ამხელდნენ. მერილ სტრიპისა და დონ გამერის ქორწინება არათუ ჰოლივუდში, არამედ მთელ მსოფლიოში სამაგალითოდ ითვლებოდა.

ამაზე კომენტარი People-თან სტრიპის წარმომადგენელმა გააკეთა.

"დონ გამერი და მერილ სტრიპი 6 წელზე მეტია დაშორებულები არიან და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ერთმანეთი დღემდე ძალიან ძვირფასია, ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს", — აღნიშნა მან.

მართალია, საზოგადოებას წყვილი ერთად 2018 წლის ოსკარის დაჯილდოების შემდეგ არ უნახავს, თუმცა მერილი თვისი ქორწინების ბეჭდით რამდენიმე დღის წინაც დააფიქსირეს.

გამერმა და სტრიპმა ერთმანეთი 1978 წელს გაიცნეს. ისინი 6 თვის შემდეგ დაქორწინდნენ და ოთხი შვილი შეეძინათ. წყვილი სხვადასხვა დაჯილდოებაზე ერთად ჩნდებოდა, თუმცა პირად ცხოვრებაზე კომენტარს ხშირად არ აკეთებდა. სტრიპმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ოჯახის შენარჩუნების მთავარი გასაღები კომპრომისზე წასვლაა და ისიც აღნიშნა, რომ დედობა მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

მართალია, მერილი თავისი კარიერის განმავლობაში პირად ცხოვრების კამერის უკან დატოვებას ამჯობინებდა, თუმცა 2012 წელს ფილმ The Iron Lady-ში მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის ოსკარი აღებისას პირველი ადამიანი, რომელსაც მან მადლობა გადაუხადა, მისი ქმარი იყო.