აშშ-ის მსახიობთა გილდია (SAG-AFTRA) და პროდიუსერთა ალიანსი (AMPTP) მოლაპარაკებებს 24 ოქტომბერს განაახლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია SAG-AFTRA-ს სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
AMPTP-სა და 14 ივლისიდან გაფიცულ SAG-AFTRA-ს შორის მოლაპარაკებები 11 ოქტომბერს, ახალი შეთანხმების მთავარი პირობების საკითხზე აზრთა სერიოზული სხვადასხვაობის გამო შეწყდა. ყველაზე დიდი კამათი გილდიის იმ მოთხოვნამ გამოიწვია, რომელიც კონტენტის სტრიმინგ-სერვისებზე ჩვენებით მიღებული შემოსავლის მსახიობებთან გაყოფას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ ჯორჯ კლუნიმ, სკარლეტ იოჰანსონმა, ბენ აფლეკმა და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებმა SAG-AFTRA-ს ხელმძღვანელობისგან დიალოგის განახლებისა და გაფიცვის შეწყვეტის გზის მოძიება მოითხოვეს.
აშშ-ის სცენარისტთა 148-დღიანი გაფიცვა სექტემბრის ბოლოს, ახალი ხელშეკრულების მიღებით დასრულდა. ავტორები საქმიანობას 27 სექტემბრიდან დაუბრუნდნენ.