ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა The Rolling Stones თავისი ახალი ალბომის Hackney Diamonds-ის გამოსვლა ნიუ-იორკში საიდუმლო კონცერტით აღნიშნა. ამის შესახებ The Rolling Stone-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს კლუბ „რეკეტში“ მოხდა და კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოწვევით იყო შესაძლებელი. ამასთან, ვარსკვლავებმა და ჟურნალისტებმა, რომლებმაც საღამოზე მოწვევა მიიღეს, არ იცოდნენ ვის კონცერტზე მიდიოდნენ, რადგან ბარათზე მხოლოდ „ალბომის გამოსვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება“ ეწერა.
The Rolling Stones-მა შეასრულეს როგორც ახალი, ასევე ძველი კომპოზიციები. Hackney Diamonds-ში შესული კომპოზიცია Sweet Sounds of Heaven კი მათთან ერთად ლედი გაგამ შეასრულა, რომელმაც ასევე ალბომის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა.
Hackney Diamonds 20 ოქტომბრიდან იყიდება. მასში 12 კომპოზიცია შევიდა. ალბომის ჩაწერაში ჯგუფის სამივე დარჩენილი წევრი მონაწილეობდა - კიტ რიჩარდსი, რონი ვუდი და მიკ ჯაგერი.