მადონამ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ახალი ტურნეს Celebration-ის პირველი კონცერტი, ლონდონში გამართა. ტურნე ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის შესახებ CNN წერს.
მომღერალმა კონცერტზე აღნიშნა ისიც, რომ მისთვის გიჟური წელი იყო. „არ მეგონა, რომ გადავრჩებოდი, არც ჩემს ექიმებს ეგონათ. თუმცა ჩემი შვილების გარემოცვაში გავიღვიძე“, - აღნიშნა მომღერალმა.
მადონა ბაქტერიულ ინფექციას ივნისში ებრძოდა. სწორედ ამ პრობლემის გამო მოუწია ტურნეს გადადება.
„ჩემი ცხოვრების 5 დღე არ მახსოვს - არც სიკვდილი. არ ვიცოდი, სად ვიყავი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს შვილებს ჩემი გადარჩენისთვის“, - აღნიშნა მადონამ.