ადელმა აღიარა, რომ ალკოჰოლიზმის ზღვარზე იყო

ადელმა აღიარა, რომ ალკოჰოლიზმის ზღვარზე იყო

მომღერალმა ადელმა ალკოჰოლის მოხმარებას თავი დაანება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მომღერალმა ამის შესახებ თავის ლას-ვეგასის შოუში ისაუბრა. მისი თქმით, ალკოჰოლის მოხმარებას თავი დიდი ხნის წინ დაანება.

„ძალიან დიდი დრო გავიდა. დაახლოებით, სამნახევარი თვე. თითქმის ალკოჰოლიზმის ზღვარზე ვიყავი“, - აღნიშნა მომღერალმა.