გინესის მსოფლიო რეკორდებმა მსოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკის ჯიში გამოავლინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, რეკორდის მფლობელია „წიწაკა X“. წიწაკის ტესტირება აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, უინსროპის უნივერსიტეტში ჩატარდა. წიწაკის სიცხარე შეფასდა როგორც 2,69 მილიონი სკოვილის სიცხარის ერთეული. წინა რეკორდის მფლობელს - „კაროლინა რიპერი“ მხოლოდ 1,64 მილიონად ერთეულად ფასდებოდა.
წიწაკის სიცხარის გაზომვის სკალა 1912 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა უილბურ სკოვილმა შექმნა.
„წიწაკა X“ სამხრეთ კაროლინელმა ედ კარიმ მოიყვანა. „კაროლინა რიპერი“, რომელმაც რეკორდი 2013 წელს დაამყარა ასევე მისი მოყვანილია.