„ბრიჯიტ ჯონსის“ სცენარისტმა ფილმის მთავარი გმირის წონის შესახებ ხუმრობების გამო ბოდიში მოიხადა

„ბრიჯიტ ჯონსის“ სცენარისტმა ფილმის მთავარი გმირის წონის შესახებ ხუმრობების გამო ბოდიში მოიხადა

კინორეჟისორმა და სცენარისტმა რიჩარდ კერტისმა ბოდიში მოიხადა თავისი ფილმების გამო, რომლებშიც უადგილო ხუმრობები ჟღერს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კერტისმა კომენტარი ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, 2001 წლის ფილმზე „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ფილმში გაჟღერებული ხუმრობები არც აქტუალურია და არც სასაცილო.

„5 წლის წინ შოკირებული ვიყავი, როდესაც ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ ვეღარასოდეს გამოვიყენებდი სიტყვას „მსუქანი“. ის მართალი იყო. ასეთი ხუმრობები სასაცილო აღარ არის“, - განაცხადა კერტისმა.

მისივე თქმით, მის ფილმებში მსახიობების რასობრივი მრავალფეროვნებაც არ არის, რაც დღევანდელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.