ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის „ბიჭები ნავში“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა.
ეს სპორტული დრამა რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში ამერიკელი სტუდენტები არიან, რომლებმაც 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე ნიჩბოსნობაში შეჯიბრი მოიგეს. მთავარ როლებს სურათში კალუმ ტერნერი და ჯოელ ეჯერტონი ასრულებენ. კლუნი სურათის რეჟისორია.
ფილმის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.