შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე გერმანიის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე გერმანიის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ფლორიან რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ფლორიან რ-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ლიზერგინის მჟავით – ე.წ. „ელ-ეს-დე“-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).