„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე"

შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მ. იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს და მონაწილეობა მიიღეს აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“. კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა ის ბავშვებიც მოინახულა, რომლებიც ამ ეტაპზე ლეიკემიის მკურნალობის კურსს ამავე კლინიკაში გადიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლები სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის უანგაროდ აბარებენ მთელი წლის განმავლობაში. აღნიშნულ აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

სწორედ ამ მიზნით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი მ. იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკთან უახლოეს მომავალში მემორანდუმს გააფორმებს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - წლის ბოლომდე შსს-ს სხვადასხვა სამმართველოს თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად.