სტრასბურგში მიმავალი ევროპარლამენტარები შემთხვევით პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ

სტრასბურგში მიმავალი ევროპარლამენტარები შემთხვევით პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ

ასობით ევროპარლამენტარი, რომლებიც ბრიუსელიდან სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე მიემგზავრებოდნენ, პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ euronews-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, დეპუტატები მატარებლით მგზავრობდნენ. როგორც გაირკვა, საფრანგეთის რკინიგზის კომპანიაში შეცდომა დაუშვეს და მატარებელი სტრასბურგის ნაცვლად მარნ-ლა-ვალეს სადგურზე აღმოჩნდა, რომელიც გასართობ პარკს ემსახურება.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს დისნეილენდში გასეირნების საშუალება არ მიეცათ, რადგან შეცდომა მალევე გამოსწორდა და მატარებელი სტრასბურგში ჩავიდა.