Netflix-მა „გვირგვინის“ ბოლო სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა

Netflix-მა „გვირგვინის“ ბოლო სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა

სტრიმინგ-სერვისმა Netflix სოციალურ ქსელებში სერიალ „გვირგვინის“ ბოლო სეზონის კადრები გამოაქვეყნა.

სურათებზე ასახულები არიან: პრინცესა დიანა (ელიზაბეტ დებიკი), პრინცი ჩარლზი (დომინიკ უესტი), პრინცი ჰარი (ფლინ ედვარდსი), პრინცი უილიამი (რუფუს კამპა), დედოფალი ელიზაბეტ მეორე (იმელდა სტონტონი), დოდი ალ-ფაიედი (ჰალიდ აბდალა) და მოჰამედ ალ-ფაიედი (სალიმ დაუ).

„გვირგვინის“ ბოლო, მეექვსე სეზონი ორ ნაწილად არის გაყოფილი. თითოეულში 5-5 ეპიზოდია. პირველი ნაწილის პრემია 16 ნოემბერს შედგება, მეორე კი ეკრანებზე 14 დეკემბერს გამოვა. „გვირგვინი“ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.