მარტინ სკორსეზემ დაადასტურა, რომ მისი შემდეგი პროექტი ისტორიული დრამა იქნება. ამის შესახებ რეჟისორმა The Times of London-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სურათი სახელწოდებით „ვეიჯერი“: გემის დაღუპვის, ამბოხისა და მკვლელობის ისტორია“ 1740-იან წლებში მომხდარ რეალურ ამბავზე იქნება დაფუძნებული და სამხრეთ აფრიკაში, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟის შესახებ მოგვითხრობს.
სკორსეზემ დაადასტურა, რომ მთავარ როლს სურათში ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს. ეს რეჟისორისა და მსახიობის უკვე მეშვიდე ერთობლივი ნამუშევარი იქნება.