ახლახან მილი ბობი ბრაუნმა Glamour-თან ინტერვიუში Stranger Things-ის დასასრულის შესახებ ისაუბრა და ისიც გაიხსენა, რომ 13 წლის ასაკში ინტერვიუების დროს ხშირად უხეშად ექცეოდნენ. მსახიობის თქმით, სულაც არ განიცდის, რომ მალე Stranger Things-ის ბოლო სეზონს გადაიღებენ და შოუც დასრულდება.
"როცა რაღაცისთვის მზად ხარ, ფიქრობ, რომ მოდით, გავაკეთოთ ეს. მოდით, გავუმკლავდეთ ამ ბოლო წელს და მოდით, აქედან წავიდეთ", — განაცხადა მილი ბობი ბრაუნმა. მსახიობის თქმით, Stranger Things-ის გადაღებები დიდ დროს ართმევდა და ხელს უშლიდა ისეთ პროექტებზე ემუშავა, რომლებიც მართლა აინტერესებს. ამიტომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი მზადაა, რომ Stranger Things-ს დაემშვიდობოს.
ინტერვიუში მილი ბობი ბრაუნმა გაიხსენა ის კრიტიკაც, რომელსაც Stranger Things-ის პრეს-ტურებზე 13 წლის ასაკში ხშირად აწყდებოდა. ბრაუნს ეუბნებოდნენ, რომ ინტერვიუებში ხშირად დაუფიქრებლად საუბრობდა და თავისი მეგობარი მსახიობების შესახებაც გადაჭარბებულად ბევრს ჰყვებოდა. მილი ბობი ბრაუნმა ისიც გაიხსნება, რომ მოზარდები მას ხშირად "სულელსა" და "იდიოტს" ეძახდნენ.
"13 წლის ასაკში ამ ყველაფრის მოსმენა რთულია. მაშინ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ აღარასდროს დავილაპარაკებდი. არ შეიძლება, არასრულწლოვანს ასე ესაუბრო. იმას ვგულისხმობ, რომ ამ დროს ჩვენი ტვინი ჯერ კიდევ არ არის ზრდასრული. ისეთი ფრაზებს კი, როგორებიცაა "ეს რატომ გაცვია", "როგორ გაბედე ამის ჩაცმა", ან "როგორ ბედავ ამის თქმას", ადამიანის მენტალური ზრდის შეფერხება შეუძლია", — დასძინა მილი ბობი ბრაუნმა.
მილი ბობი ბრაუნის თქმით, ასეთი გამოცდილების გამო სურს, რომ სამომავლოდ არასრულწლოვანი მსახიობი ბავშვები მსგავსი სიტუაციებისგან დაიხსნას. რაც შეეხება Stranger Things-ს, ფინალური სეზონის გადაღებები სცენარისტების გაფიცვის გამო ამ დრომდე გადადებულია.