დრეიკის 6 წლის შვილმა სადებიუტო ვიდეორგოლი გამოუშვა

დრეიკის 6 წლის შვილმა სადებიუტო ვიდეორგოლი გამოუშვა

ამერიკელი რეპერის, დრეიკის 6 წლის ვაჟმა ადონისმა თავისი სადებიუტო ვიდეორგოლი გამოუშვა სიმღერაზე My Man Freestyle.

მუსიკალური ვიდეო სოციალურ ქსელებში თავად დრეიკმა გამოაქვეყნა და შვილს გასული დაბადების დღეს მიულოცა, რომელიც 11 ოქტომბერს იყო.

ადონისის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო კალათბურთს ეძღვნება. მასში ბიჭი თავის გუნდს ამხნევებს, ვარჯიშობს და პრესკონფერენციას მართავს. რგოლში დრეიკიც გამოჩნდა.