ირანელი რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

ირანელი რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს

ცნობილი ირანელი რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი - სცენარისტი ვაჰიდე მოაჰამადიფარი თეირანთან, საკუთარ სახლში მოკლულები ნახეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცხედრები წყვილის ქალიშვილმა აღმოაჩინა, რომელიც მამამ რამდენიმე საათით ადრე ვახშამზე დაპატიჟა. მან დაინახა, რომ მშობლებს კისრის არეში დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ.

83 წლის რეჟისორისა და მისი 54 წლის ცოლის მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მოჰამადიფარი ბოლო დროს ამბობდა, რომ მას ემუქრებოდნენ, სახლი კი გაძარცვეს.

დარიუშ მეჰრჯუი თეირანში, 1939 წელს დაიბადა. ის ირანული კინემატოგრაფის ახალი ტალღის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. რეჟისორის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ფილმები: „ძროხა“ (1969), „ქალბატონი“ (1992), „სარა“ (1993) და სხვები.