71 წლის დიჯეიმ ქორწილში თავისი CD დისკების კოლექცია დაუკრა

71 წლის დიჯეიმ ქორწილში თავისი CD დისკების კოლექცია დაუკრა

71 წლის დიჯეიმ, ბრაიან ფენიქსმა, ქორწილში თავისი CD დისკების კოლექცია დაუკრა. ვიდეო, რომელშიც ის ჩანს, ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა ნახა.

ფენიქსი უკვე 40 წელზე მეტია ქორწილებში დიჯეიდ მუშაობს. მისი თქმით, მუსიკის დასაკრავად ყოველთვის თავისი დისკების კოლექციას იყენებს, ამიტომ გაუკვირდა, როდესაც ვიდეომ ამდენად დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვიდეო სოციალურ ქსელში მირანდა დოლფმა გაავრცელა. მისი თქმით, დიჯეი ქორწილში მთავარი განსახილველი თემა იყო, რადგან CD დისკებს ამ დროში უკვე იშვიათად შეხვდები.

დიჯეის თქმით, მართალია, თვითონ 60-იანები წლების მუსიკა ურჩევნია, მაგრამ ქორწილებისთვის ცდილობს, თანამედროვე სიმღერები ჩართოს.