კატმაის ეროვნული პარკი ყოველწლიურად მსუქანი დათვების შეჯიბრს აწყობს, რომლის ფარგლებშიც ხალხი 12 ყველაზე ფუმფულა და დიდ დათვს შორის გამარჯვებულს ირჩევს. წლევანდელ გამარჯვებულ დათვს, სახელად გრეიზერს, 2 ბელი ჰყავს და ხშირად თავისზე ბევრად დიდ დათვებსაც კი ერკინება.
გრეიზერმა მის ბოლო მეტოქეს თევზაობაში აჯობა. დათვს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს, რაც მხარდამჭერებმაც შენიშნეს და მხარი დაუჭირეს. გრეიზერმა სულ 108,321 ხმა მიიღო.