"ტელეღიპუცების" მზის როლის შემსრულებელი პირველ შვილს ელოდება

ტელეღიპუცების ერთგულ მაყურებელს კარგად ახსოვს მოღიმარი პატარას სახე, რომელსაც ყოველი სერიის ბოლოს მზის როლში ვხედავდით. თუ ფიქრობ, რომ ტელეღიპუცებს არც ისე დიდი ხნის წინ უყურებდი, იმედები უნდა გაგიცრუოთ: სერიალში მზის როლის შემსრულებელი ბავშვი, ჯეს სმიტი, უკვე 28 წლისაა და მალე დედა გახდება.

ჯეს სმიტმა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ფოტო დადო და ასეთი აღწერაც დაურთო: "როცა ორი ხდება სამი". მსახიობმა გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ ორსულადაა და პარტნიორისგან პირველ შვილს ელოდება. კომენტარებში კი ჯესს დედობას ულოცავენ და წერენ, რომ "ტელეღიპუცების მზე ბავშვს მალე საკუთარი მზე ბავშვი ეყოლება".

ჯეს სმიტი 9 თვის იყო, როცა ტელეღიპუცების მზის როლის კასტინგზე მიიყვანეს და გაიმარჯვა კიდეც. რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ სერიალს, 1 წლის წინ ნეტფლიქსმა ტელეღიპუცების შესახებ ახალი სერიალი გამოუშვა. ახალ სერიალში ტელეღიპუცებთან ერთად ახალი მზეც ვიხილეთ. ტელეღიპუცების ამბების მთხრობელი სერიალ Unbreakable Kimmy Schmidt-ის ვარსკვლავი ტიტუს ბერჯისია, 26 ეპიზოდიდან კი თითოეულის ხანგრძლივობა 16 წუთია.

შეგახსენებთ, რომ ტელეღიპუცების პირველი ვერსიის პრემიერა 1997 წელს შედგა, მისი ბოლო ეპიზოდი კი 2001 წლის თებერვალში გამოვიდა.