ბრიუს უილისის მეგობრის თქმით, მსახიობი ვეღარ ლაპარაკობს

ბრიუს უილისის მეგობრის თქმით, მსახიობი ვეღარ ლაპარაკობს

სცენარისტმა გლენ გორდონ კერონმა New York Post-თან ინტერვიუში ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

გორდონი უილისთან ერთად სერიალზე „დეტექტიური სააგენტო „მთვარის შუქი“ მუშაობდა და ამბობს, რომ მასთან ახლაც ურთიერთობს, როცა უილისს დემენცია აქვს.

„ვგრძნობ, რომ შეხვედრის პირველი 3 წუთის განმავლობაში მცნობს. მაგრამ არ ლაპარაკობს. ადრე ბევრს კითხულობდა, თუმცა არ უნდოდა, რომ ხალხს ეს სცოდნოდა. ახლა კი აღარ კითხულობს. ენასთან დაკავშირებული უნარები მისთვის ახლა მიუწვდომელია, მაგრამ ის კვლავ ბრიუსია“, - ამბობს კერონი.

სცენარისტი ამბობს, რომ ცდილობს ურთიერთობა ჰქონდეს უილისის ცოლთან ემა ჰემინგთან და მის ქალიშვილებთან.
2022 წლის მარტში უილისის ოჯახმა განაცხადა, რომ მსახიობი კარიერას მეტყველების უნარის დარღვევის გამო ასრულებს. 2023 წელს კი უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.